ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დოლოგანში მილს დაეჯახა. ფაქტზე საქართვეოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























