სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

დღეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და სირიის რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დამასკოში ვიზიტის ფარგლებში მოხდა, რომელიც 23 ივლისს შედგა.

აღნიშნული „შეთანხმება“ ითვალისწინებს სირიის რეჟიმსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში.

„შეთანხმებაში“ ასევე ცალკედ არის გაწერილი, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხელს შეუწყობს ეკონომიკური, ფინანსური და სამართლებრივი პირობების შექმნას საინვესტიციო და ეკონომიკური საქმიანობისთვის“.

„შეთანხმების“ რატიფიცირების შემდეგ დე ფაქტო პარლამენტარები სირიელ კოლეგებთან აქტიური კონტაქტების დამყარებას გეგმავენ.

„შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ ვგეგმავთ სირიის პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას“, - აღნიშნე დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა პეტრე გასიევმა.