მამუკა ხაზარაძე - რევანშიზმის დრო არ არის

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს.

ხაზარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი.

„პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ განსახორციელებელია. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

მინდა ვუპასუხო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ და ასევე განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი ასაშენებელი ტერიტორია, სადაც აქამდე ჭაობი იყო, ჩვენთვის „უფასოდ“ არავის უჩუქებია. პროექტის განხორციელების უფლება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვიპოვეთ საერთაშორისო ტენდერში კონკურენციის პირობებში. ანაკლია სწორედაც რომ ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება. მისი სიკეთე არა „რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას“, როგორც ეს ეთერში ნათქვამი იყო, არამედ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისა და უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ხორციელდება უშუალოდ საოკუპაციო ზოლთან და დასაფასებელია ის დიდი რისკი, რომელსაც იღებს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი. მათ შორის, ცნობილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო. აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "რევანშიზმის დრო არ არის" - მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა