ლევან თარხნიშვილი - გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებამ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მორიგ ჯერზე არჩევნების პირველი ტურის  შემდეგ გაიწვია

საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაიწვია კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა და რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ მორიგ ჯერზე გააკეთეს არჩვენების პირველი ტურის შემდეგ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვიოს პარლამენტიდან.

ლევან თარხნიშვილის შეფასებით, თუ მოქალაქეებს სურთ თავიდან აიცილონ მსგავსი ინიციატივები, ყველა უნდა გამოცხადდეს მეორე ტურზე და ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს.

„ეს იყო მორიგი გაუაზრებელი და ირაციონალური ინიციატივა, რომელიც მიმართული იყო ერთი კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საზოგადოების პროტესტის შემდეგ რამდენჯერმე გაიწვიეს ეს ინიციატივა და რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, რომ მორიგ ჯერზე გააკეთეს არჩვენების პირველი ტურის შემდეგ.

შესაბამისად, თუ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინიციატივები, ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ მეორე ტურზე და ხმა მივცეთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. აღნიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს