კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევები 1 და 3 ნოემბერს დაფიქსირდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, თურქეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ე.ა.-ს, კ.კ.-სა და ჩ.ს.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (34 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.