რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები სწორი ნაბიჯი არ არის - ჩვენ არ გვსურს იმპერიალისტურ მსოფლიოში ცხოვრება

ანკარა მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები სწორი ნაბიჯი არ არის და მსოფლიოში ბალანსს არღვევს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ სანქციებს სწორად. ეს ნაბიჯი მსოფლიო ბალანსის დარღვევაზეა მიმართული. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ არ გვსურს იმპერიალისტურ მსოფლიოში ცხოვრება. ჩვენ არ დავემორჩილებით ამგვარ სანქციებს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

აშშ-მა ირანის 700-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი სასანქციო სიაში შეიყვანა.

5 ნოემბრიდან აშშ-მა ირანთან მიმართებაში სანქციები სრულად აამოქმედა, რაც აშშ-ის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლას უკავშირდება. სანქციების ახალი ტალღა ეხება ენერგეტიკულ სექტორს და, ასევე, ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებსა და ირანის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს.

მიმდინარე წლის 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. მან პირობა დადო, რომ აშშ არა მხოლოდ აღადგენს ძველ სანქციებს, არამედ ახალ სანქციებსაც დაუწესებს ირანს. მისივე თქმით, ვაშინგტონი მზად არის ახალი შეთანხმება დადოს ირანთან, ნაცვლად იმ შეთანხმებისა, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო დადებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა