გიორგი ქობულია - საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისთვის

სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი ქობულია ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე. მან ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის.

„ჩვენ, ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ რკინიგზისა და პორტების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს გავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე,“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ეკონომიკური ფორუმი 2018 წელს ამერიკელმა მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა პარტნიორებთან ერთად დააარსა. ფორუმის ინაუგურაცია და პირველი გახსნა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სინგაპურში შედგა, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 400-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს დღეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების განხილვას და მნიშვნელოვანი კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალიზაციისა და ინოვაციების საკითხებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა