რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული სამსონ ქუთათელაძის მეუღლე გამოკითხეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით, სამსონ ქუთათელაძის მეუღლე მეგი სირბილაძე გამოკითხეს.

როგორც დაზარალებულმა განაცხადა, ჭანტურიას მის მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა და ფიქრობს, რომ სამსონ ქუთათელაძე სწორედ გიორგი ჭანტურიამ მოკლა.

„ჩემმა ქმარმა, რაღაც დოკუმენტაცია მომცა და მითხრა, შეინახეო. მითხრა, ნასყიდობის საბუთებიაო. ერთ საღამოს ძალიან გაღიზიანებული მოვიდა და ვკითხე რა ხდებათქო, კრედიტი უნდა ავიღო, მიწა უნდა ვიყიდო ჭანტურიასგანო“, - განაცხადა სამსონ ქუთათელაძის მეუღლემ.

მისივე თქმით, ბაზრობის სხვა მეწილეებთან სამსონ ქუთათელაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ნათესაური და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ასევე დირექტორ მამუკა ცხოვრებაძესთან.

დაცვის მხარის კითხვაზე, თუ ფიქრობს, რომ ჭანტურიამ მკვლელობა ფულის გამო ჩაიდინა, არის თუ არა ცნობილი მისთვის, რომ მისი მეუღლის კაბინეტში მკვლელობის დროს რამდენიმე ათასი დოლარი ინახებოდა და ეს თანხა არავის წაუღია ადგილზე იყო, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ „ეგ არაფერ შუაშია“.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა რვა თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში 7 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე