GAU-ში სტარტაპკურსი იწყება

„თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ სტარტაპკურსი გრძელდება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) შემდეგ უკვე GAU-შიც ინაცვლებს.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ორი თვის განმავლობაში, GAU-ს სტუდენტები ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალი მენტორებისგან მიიღებენ.

„სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო.

სტარტაპკურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და ახალი შესაძლებლობები შექმნან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა