პატრიარქი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (სეიმის მარშალი) მარეკ კუხჩინსკი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, მარია კოცი და სხვა ოფიციალური პირები მიიღო.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე, იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.

კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისაუბრა მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.

„ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თქვენთან შეხვედრის პატივი. ვთვლით, რომ საქართველო პოლონეთის გამორჩეული მეგობარია. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა.

უწმინდესმა დელეგაციის წევრებს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკლესიის ისტორია და წმინდა გრიგოლ ფერაძის შესახებაც ისაუბრა.

,,ჩვენი ქვეყნები ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული. პოლონეთში, ისევე როგორც საქართველოში, ქრისტიანობას უდიდესი როლი აქვს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს დექრისტიანიზაცია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა და შენარჩუნება“, – განაცხადა მარეკ კუხჩინსკიმ.

კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აღნიშნული მიღება საქართველოსა და პოლონეთის დამეგობრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ეგიდით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა