საქართველოს პრეზიდენტს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები ცხრა ქვეყნის: ესპანეთისა და მაროკოს სამეფოების, ასევე ტუნისის, ზამბიის, განას, უზბეკეთის, ჰონდურასის, გაიანისა და ლიბანის რესპუბლიკების არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა