ანონსი  7 ნოემბერი

7 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უახლესი სტანდარტებით აშენებულ თბილისის N100 სკოლას გახსნის.

მის: ბაგრატიონის ქუჩა 58 (მეტრო წერეთელთან, პოლიციის შენობის ასახვევი)

7 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „ბომონდ გარდენი“, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე უცხოელი სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.

7 ნოემბერს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სეზონური ვირუსი - რა მდგომარეობა გვაქვს; როდის ველოდებით ვირუსის პიკს და რჩევები მოსახლეობას.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

7 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაცემთა ბაზის ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1 (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე).

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივით, ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06.

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობა; არჩევნები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, 7 ნოემბერს დაგეგმილი აქცია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 ნოემბრს, 11:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდება.

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში, დავით ბაქრაძის და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ბრიფინგი გაიმართება. თემა: ახალი მოთხოვნები ზაზა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.

7 ნოემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართება.

საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე 577 21 13 00

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, კოსტავას ქ.#6-ში თეიმურაზ შაშიაშვილი ბრიფიგს გამართავს.

თემა: „მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ ხელშეკრულება ხალხთან და პრაქტიკული ქმედებები“. დაპირებული გზავნილი მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ბიძინა ივანიშვილის მიმართვის, პოლიტიკოსთა და სხვათა რეაქციის გათვალისწინებით.

7 ნოემბერს, 12:00 საათზე ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი და მისი ადვოკატი კახა კოჟორიძე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განცხადებას გააკეთებენ.

თემა: როგორ განადგურდა სს ,,ფოთის გემთსაშენი'' წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რის შესახებაც პროკურატურისადმი მიმართვის მიუხედავად უკვე მეექვსე წელია ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა.

მის: ნ. ბოხუას ქ. N6 (მაესტროს ყოფილი შენობა)

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.

7 ნოემბრს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616.

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა ხუციშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 ნოემბერი, 12:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართება, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ტარდება.

7 ნოემბერს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის დოდო გუგეშაშვილისა და ფონდ „მოლოდინის“ წევრის, ბელა ზალდასტანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების პრობლემები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 ნოემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ზოგასაგანმანათლებლო დაწესებულბების საბაზო-საშუალო საფეხურის გრიფირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მის: უზნაძის ქ. № 52

7 ნოემბერს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება და 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს გააპროტესტებს.

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის შეხვედრა ვესტმინსტერის მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებთან.

მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N209

7 ნოემბრს, 15:20 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“, მშვიდობიან მსვლელობას - „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.

7 ნოემბრს, 16:10 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

7 ნოემბერს, 17:50 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო