სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თბილისობა“ გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თბილისობის თემაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და გაიმართა ტრადიციული ქართული კერძების დეგუსტაცია. ასევე, სტრასბურგის წმინდა ქეთევან წამებულის გუნდმა „სადარისი“ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა ირაკლი გივიაშვილმა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა