გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი, რასაკვირველია, დაიწყებს შეხვედრებს - მე ვერც მისი კონკურენტის სიარულს ვხედავ

„მე ვერც გრიგოლ ვაშაძის სიარულს ვხედავ,“ - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ჩნდება სალომე ზურაბიშვილი მედიასთან და რატომ არ ხვდება ამომრჩეველს. ამ კითხვას გია ვოლსკიმ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადების კრიტიკით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას გრიგოლ ვაშაძის სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა არ ახსოვს, გარდა „როყიო განცხადებებისა“. გია ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილიც დაიწყებს შეხვედრებს.

„მე ვერც მისი კონკურენტის სიარულს ვხედავ. მისი კონკურენტის არაორაზროვანი განცხადება იყო გავრცელებული იმის თაობაზე, რომ არავითარი კონსტიტუცია მას არ აინტერესებს და არც ერთი კითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგოლ ვაშაძე დაპირისპირების ორგანიზებას აპირებს, რამაც მისი აზრით, უნდა შეცვალოს ხელისუფლება. ეს არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების აბსოლუტური გაუთვალისწინებლობით გაცხადებული. ვფიქრობ, რომ ეს საყურადღებოა. არ მახსოვს გრიგოლ ვაშაძეს ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონოდეს თუ არა ასეთი როყიო განცხადებები.

სალომე ზურაბიშვილიც დაიწყებს, რასაკვირველია, შეხვედრებს, ჩამოყალიბდება. ჩვენთან ერთად კონსულტაციებს გადის საარჩევნო სისტემაში ჩართულ აქტივისტებთან და საკვანძო ფიგურებთან ერთად,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა