ქეთევან ციხელაშვილი - არ შევეგუებით, არ გავტყდებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე

ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია - ცხელი ხაზიც, რუსებთან კომუნიკაციაც, ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციაც, რომ რაც ხდება შეჩერდეს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ რაც აქედან 50 მეტრში ხდება ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მინდა ამ ადგილიდან ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით, ჩვენ არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მე დღეს აქ ყოფნით მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ მათთან და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს. ასევე, იმ ხალხის ინტერესებს, ვინც დაზარალებულია ამ მავთულხლართების პოლიტიკით დღეს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხარე ცდილობს, რომ შემოსაზღვროს „სამხედრო გეტო“.

„ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და იქ დარჩენილებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიან. რუსი სამხედროების მიერ ამ არარსებული საზღვრის გადაკვეთისას დაკავებული ადამიანების თითქმის 90% არიან სწორედ ისინი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გადაადგილება სჭირდებათ. ეს არის ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოა და როგორც ჩანს, უნდათ ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტი გამოიყენონ.

„ზუსტად ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით მტკიცე და ძლიერი, არ მივცეთ ამ პროვოკაციებს იმის ნება, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ აუცილებლად სტაბილურად უნდა განვვითარდეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა და არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დაეხმარონ.

„არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დავეხმაროთ. კერძოდ, დავეხმაროთ 200-ლარიანი ვაუჩერებით, ყველა სტუდენტი დავაფინანსოთ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში 471-დან 1200-მდე გაიზარდა. კიდევ მეტი ვიქნებით და არ დატოვებს ეს მოსახლეობა ამ სოფლებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ქეთევან ციხელაშვილი - არ შევეგუებით, არ გავტყდებით, ვიდრე სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს