ირაკლი კობახიძე - სახე, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11 წლის წინ, 7 ნოემბერს  აჩვენა, დღესაც აქტუალურია - ეს სახე დღესაც სასტიკი და მახინჯია

პარლამენტის თავმჯდომარე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 7 ნოემბერი არის დღე, როცა “ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების წინაშე თავისი სასტიკი სახით წარსდგა. მისივე თქმით, ეს ის სახეა, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე მოდის.

“მაშინ ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა 2012 წელს დაგვირგვინდა, როდესაც ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა განხორციელდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი. სახე, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11 წლის წინ აჩვენა, დღესაც აქტუალურია. ეს სახე დღესაც სასტიკი და აბსოლუტურად მახინჯია, რასაც ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არა აქვს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა