საზოგადოების ნაწილი რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს

რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ღონისძიება „მე ვიცავ თავისუფლებას“ დაგეგმილი იყო რუსთაველის თეატრში, თუმცა ღონისძიების წამყვანის პოეტ დავით მაღრაძის თქმით, გაცილებით მეტია ღონისძიებაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, ისინი გადაინაცვლებენ ქუჩაში, რათა ყველას მიეცეს საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი, ასევე სცენა, რის საშუალებითაც ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებილ საზოგადოებას მიზანსა და სამომავლო გეგმებზე აწვდიან ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოების ნაწილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა