კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს  გაუქმებას მოითხოვს

ჩვენ ვითხოვთ, რომ გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო," - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ხელმოწერები გროვდება ორი მოთხოვნით, ერთი - გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით და მეორე - გაუქმდეს თავად საკონსტიტუციო სასამართლო. მისი თქმით, თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდნენ სააკაშვილის მიერ მართული მოსამართლეები.

„ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებებს მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ. აქ არის ორი ცვლილება. პირველი - გაბათილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბაკქანალია, რომელიც მიდის ქვეყანაში, ყველა ეზოში ეწევიან ახალგაზრდები, მათი გენოციდი მიდის, შეწყდეს ეს პროცესი. შეიცვალოს ის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო და მეორე ცვლილება, რასაც ვითხოვთ - გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი გაუქმების შემდეგ, ვითხოვთ მისი ფუნქციების გადაცემას ჩვეულებრივი სასამართლოებისთვის. დავუშვათ, თუ გურჯაანელ გლეხს სადაო აქვს მთავრობასთან ან პარლამენტთან, ბათუმში კი არ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, გურჯაანის სასამართლოში მივიდეს და იქ უჩივლოს მთავრობას. ისე არ უნდა იყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოა, არ საჩივრდება და უნდა დავიღუპოთ იმის გამო, რომ ოთხმა კაცმა ასე გადაწყვიტა. ამ ოთხი კაციდან ერთი სააკაშვილის დანიშნულია, ერთი - მარგველაშვილის და ორი - "ქართული ოცნების". ოთხი კაცის სრული კოჰაბიტაცია შედგა და ოთხივემ ერთად ხელი მოაწერა ქართველი ერის განადგურებას. მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - ბატონო ბიძინა, დაგიდგებით გვერდით, ოღონდ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კონსტიტუცია და მიიღოთ ის ცვლილება, რომელიც გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების ჩვეულებრივი სასამართლოებისთვის გადაცემას. ეს კი არის რეორგანიზაცია. რეორგანიზაცია გულისხმობს ყველას განთავისუფლებას და კადრების თავიდან არჩევას. აი, ეს არის კარგი რეორგანიზაცია, რომ სააკაშვილის ყველა მოსამართლე განთავისუფლდეს თანამდებობიდან. თავიდან დაკომპლექტდეს სასამართლო. ვერასდროს ვერ აღდგება სამართლიანობა, ვიდრე სააკაშვილის მიერ მართული მოსამართლეები იქ სხედან,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა