სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წევრობის საკითხი განიხილეს და საქართველოს თანასწორობის ორგანოს სრული წევრობის გადაწყვეტილებას ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ობუდსმენის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქსელის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში თანასწორობის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების და მისი გაზიარების მიმართულებით.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქსელის საქმიანობის გაძლიერების და თანამშრომლობის საკითხებში.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქსელის წევრები მხოლოდ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოები იყვნენ. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელსაც გაწევრიანების შესაძლებლობა 2017 წელს, გენერალურ ასამბლეაზე განხორციელებული წესდების ცვლილებების თანახმად მიეცა.

საქართველოს სახალხო დამცველი 2014 წლიდან EQUINET-ის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა