მარია ზახაროვა კონგრესში შუალედურ არჩევნებზე - ნუთუ რუსი ჰაკერები ამჯერად უხეშად არ ჩაერიენ და დახვეწილად ითამაშეს?

ნუთუ რუსი ჰაკერები ამჯერად უხეშად არ ჩაერიენ და დახვეწილად ითამაშეს? - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ს კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებს.

„საინტერესოა, როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ ამერიკელი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგებს. შემდეგი ვარიანტებია: იტყვიან, რომ ეს რუსი ჰაკერები არიან, თორემ სხვაგვარად კონგრესის ორივე პალატა ჩვენი იქნებოდა (აქტუალურია ორივე პარტიის წარმომადგენლებისთვის) ან იტყვიან, რომ არჩევნები რუსი ჰაკერების გარეშე ჩატარდა. „რესპუბლიკელები“ განმარტავენ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ „რუსებს სთხოვეს არ ჩარეულიყვნენ“, ხოლო „დემოკრატები“ დაამატებენ, რომ „რესპუბლიკელებზე“ ზეწოლა განახორციელეს“, - დაწერა მარია ზახაროვამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ-ში არც ერთ არჩევნებში არ ჩარეულა და არც ერევა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, „დემოკრატიულმა პარტიამ” აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ქვეყნის სენატზე კონტროლს კი „რესპუბლიკელები“ ინარჩუნებენ. ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, „დემოკრატებს“ 238 ადგილის მოპოვება შეუძლიათ წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო „რესპუბლიკელები“ 197 ადგილს მიიღებენ. CNN, NBC და Fox News-ის პროგნოზების თანახმად, „რესპუბლიკური პარტია“ უმრავლესობას ინარჩუნებს აშშ-ს სენატში. პროგნოზების მიხედვით, ისინი 100-დან 52 ადგილს მოიპოვებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა