ია მეტრეველი - მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა

მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა, - ამის შესახებ პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ოპერის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, პირადი წყენა ყველამ უნდა გადადოს და მეორე ტურზე მივიდეს, რადგან როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის უკან მობრუნება არ შეიძლება. ია მეტრეველის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

„მინდა მოგიწოდოთ - ნუ დასხდებით სახლში. ნამდვილად სამართლიანად ხართ განაწყენებული არსებულ ხელისუფლებაზე. ასევე ვარ მეც გულდაწყვეტილი და გულნატკენი. არაფერი კეთილდღეობა, ღმერთმა დამიფაროს. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შვილებს აღარ გვიხვრიტავდნენ ქუჩაში. მინდა, რომ ბუტას მეგობრებმა ბედნიერად იარონ და ისაუბრონ თბილისის ქუჩებში. მინდა, რომ ეს თბილისი ისევ ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა დუბინკებით გვისწორდებოდნენ, მიტინგებიდან ბავშვებს იტაცებდნენ და კლავდნენ. გაიხსენეთ რა დღეში ვცხოვრობდით. არ შეიძლება იმ რეჟიმის უკან დაბრუნება. მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა. პირადი წყენა ყველამ უკან უნდა გადავდოთ, ხალხო. მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ. არ შეიძლება, რომ ისევ ის რეჟიმი დავუშვათ. არ იცით ვისი შვილი იქნება შემდეგი.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს იმ ბოროტებას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. მთავარია ახლა გავიმარჯვოთ და მერე იცოდეთ, რომ ყველაფერი იქნება სხვაგვარად. ხელისუფლებას კარგი სილა გააწნა საზოგადოებამ. მათ გააცნობიერეს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებენ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა