ზაზა სარალიძე „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციაზე - პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს და აქციასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გამაჩნია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზირებული.

აღნიშნული გამოწვეულია იქიდან, რომ პარალელურად რუსთაველის გამზირზე იმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია სლოგანით - „არა ნაციზმს, გავიხსენოთ 7 ნოემბერი“. ზაზა სარალიძის თქმით, მას აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გააჩნია.

„ეს არის პოლიტიკური აქცია, როგორც ხედავთ. მე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს. მე ვითხოვ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას, აქედან გამომდინარე, აქციასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გამაჩნია“, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა