„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 8 ნოემბერს, 11:00-დან 11:15 საათამდე და 16:00-დან 16:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5814 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, აგრეთვე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, წითელსოფელი, მლაშე, დავითი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:30 საათამდე 2038 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელბში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.