კერსტინ ლუნდგრენი - ოკუპაცია გრძელდება და ახალი მავთულხლართების დაყენება ქართველ ხალხს ჰყოფს, რაც მიუღებელია, ჩვენ ამას ვგმობთ

ჩვენ ყოველთვის ნათლად ვაცხადებდით, რომ ბორდერიზაცია და რუსეთის ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებელმა კერსტინ ლუნდგრენმა განაცხადა.

„ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ოკუპაცია გრძელდება და ახალი მავთულხლართების დაყენება ქართველ ხალხს ჰყოფს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ამას ვგმობთ. ეს ცხადყოფს იმას, თუ როგორ უშვებს რუსეთის ხელისუფლება ბორდერიზაციას, ხელოვნური ბარიერების აგებას ქართველ ხალხს შორის. ჩვენ, როგორც მომხსენებლები, გადავცემთ ამას ევროპის საბჭოში. შვედეთში, როდესაც დავბრუნდები, ხალხს გავაგებინებ, თუ რა ხდება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საჭიროა იცოდნენ რა ხდება. ის, რაც საქართველოში ხდება, არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა