ანონსი  8 ნოემბერი

8 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგში, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება-ტურნირი გაიხსნება.

საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599874774

8 ნოემბერს, 09:20 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა გაიმართება.

8 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და სხვა პირები გახსნიან.

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმროში “HILTON BATUMI” „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგრანტო პროექტის“ ფარგლებში გაიმართება კონფერენცია „ჩვენ პროფესიონალები ვართ,“ რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უმასპინძლებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

მის.: ბათუმი, რუსთაველის ქ. #40

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ყოველწლიურ კონფერენციას გახსნის.

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. N14, სასტუმრო „რუმსი“

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საგანგებო შტაბის გეგმები; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აგიტ მირზოევი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნების შედეგები; ეროვნული უმცირესობების კუთხით დაშვებული შეცდომები და რა უნდა გამოასწოროს ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

8 ნოემბერს, 11:30 საათზე, საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, განათლებისა და მეცნიერების ერთობლივი სტრატეგიის განვითარების წამყვანი ექსპერტი ქეთი ჯაყელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნების შედეგები; რა საფრთხეები უნდა გააცნობიეროს და გამოასწოროს ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

8 ნოემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარის გრიგოლ გაგნიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში, დარღვევები არჩევნების დღეს, რეკომენდაცია ცესკოს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო: 551662525 - თამარა ჯინჭარაძე

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია გაჩეჩილაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნობიან.

მის.: სანაპიროს ქ.N2, იუსტიციის სახლი

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გაიმართება 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის პრეზენტაცია და მედიატური - ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს.

მის.: ჭავჭავაძის გამზ. #82

საკონტაქტო პირები: ნატა კიზივაძე - +995 599 280 606; მარიამ მინაძე- +995 558 523 554

8 ნოემბერს, 13:30 საათზე "ძალა ერთობაშიას" ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივა და თამარ ჟვანიას მიმართავს.

8 ნოემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „ევროპის ფონდი“ უპასპინძლებს პრეზენტაციას „სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და გამოწვევები“.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. სასამართლოზე დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები.

8 ნოემბერს, 20.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი ბრიფინგს გამართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს