ზუგდიდში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სახლების მშენებლობის პროცესი მერიის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა ინგირის, კახათის, კოკის, ცვანეს,ორსანტიასა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერეს. მიმდინარე წელს 25 სოციალური სახლი შენდება.

პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა