სერგეი ლავროვი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 12 ნოემბერს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი მედოევთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

დიმიტრი მედოევი სამდღიანი „ვიზიტით“ რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.

„10-13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იქნება. 12 ნოემბერს ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, „მხარეები ასევე განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის“ პოზიციების საერთაშორისო არენაზე გაძლიერების საკითხს“.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს