ლევან ბეჟაშვილი - ნებისმიერ სუბიექტთა გაერთიანება, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საპრეზიდენტო ინსტიტუცია გადავიდეს ოპოზიციის ხელში, მისაღებია

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს ჟესტი ასევე ნიშნავს იმას, რომ იქნება ეს ოქრუაშვილი, უგულავა თუ სხვა პირები, გამოირიცხება ყოველგვარი რევანშიზმი და ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპი ქვეყნის განვითარება და წინსვლა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო მიზნის მისაღწევად, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საპრეზიდენტო ინსტიტუცია გადავიდეს ოპოზიციის ხელში, ნებისმიერ სუბიექტთა გაერთიანება არის მისაღები.

„ყველას უნდა ესმოდეს, დღევანდელ ვითარებაში საპირწონე არის ის, რომ პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანება იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი ატარებს, იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი ჰააგის სასამართლოში წარმოადგენს. ამიტომ ნებისმიერ სუბიექტთა გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საპრეზიდენტო ინსტიტუცია გადავიდეს ოპოზიციის ხელში, არის მისაღები. რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებს, მათი ამ განცხადებებთან დაკავშირებით პირადი პასუხისმგებლობის მოტივებით უნდა ისარგებლონ. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს ჟესტი ასევე ნიშნავს იმას, რომ, იქნება ეს ოქრუაშვილი, უგულავა თუ სხვა პირები, გამოირიცხება ყოველგვარი რევანშიზმი და ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპი ქვეყნის განვითარება და წინსვლა იქნება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ქმნის თუ არა ასეთი განცხადებები პოლიტიკურ უხერხულობას, ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი უხერხულობა არის ის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტია.

„პოლიტიკურ უხერხულობას ეს უნდა უქმნიდეს იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, თუმცა მთავარი პოლიტიკური უხერხულობა არის ის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტია. ხოლო რუსეთს შეუძლია, ამ ადამიანის განცხადებები ჰააგის სასამართლოში გამოიყენოს“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა