პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინის წარდგენა მიმდინარეობს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში„EnoExpo 2018”ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„EnoExpo 2018“-ის ფარგლებში გამართულ კონკურსში კომპანიის „ვაზისუბნის მამულები“ ღვინომ „საფერავი 2017“ ვერცხლის და კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „მარანი საფერავი ბიო 2017“ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებას “ქართული სამზარეულო და ღვინო“, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 9 ნოემბერს, ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია კრაკოვში გაიმართება.

ცნობისთვის, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,8 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა