ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ, რომ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილებით შეხვედრა გაიმართა

ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატის, სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილებით შეხვედრა გაიმართა.

„საიდან მოგაქვთ ეგეთი ინფორმაცია, არ ვიცი. სუს-ისა და შშს-ს წარმომადგენლები არ ყოფილან. გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ახლაც აქ ვარ, შტაბში და შტაბის წევრებთან განვიხილავ სხვადასხვა საკითხს. აქ დავრჩები არჩევნებამდე და მივიღებ შიდა შეხვედრებში მონაწილეობას“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის მაჟორიტარმა ირაკლი ხახუბიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას არც ,,ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ადასტურებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა