აკაკი ზოიძე - როდესაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, ეს უბრალოდ პენსიონერების მწარე დაცინვაა

როდესაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, ეს უბრალოდ პენსიონერების მწარე დაცინვაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ზოიძის თქმით, მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული რეფორმით იქნება შესაძლებელი, რომ პენსია 500-600 ლარი გახდეს. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის უნდა მოხდეს პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკურ პარამეტრებზე.

„დღევანდელი პენსიონერებისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას, ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე. მაგალითად, ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ეხლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ე.წ. კანდიდატი, უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, ჰპირდება 400- ლარიან პენსიას, რომელსაც სჭირდება 2 მილიარდი. ეს დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს და იცის ეს ძალიან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ. თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ჰყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია, 2019, 2020 და გინდა 2021 წელს 400- ლარიანი პენსია ჰქონდეს. აი, ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული, აუცილებლად იქნება 400- ლარიანიც, 500 და 600- ლარიანი პენსიები. დაახლოებით, დღევანდელი ფულიდან რომ გადავიანგარიშოთ, 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია. ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შემოვთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა