ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას სოციალურად დაუცველთათვის დიდი რაოდენობით ტანსაცმელი გადასცეს

„სახარების ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის“ წარმომადგენლებმა ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას სოციალურად დაუცველთათვის დიდი რაოდენობით ტანსაცმელი გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, მათი სააგენტოს ინიციატივით და „ფრიდენსბოტეს“ მისიის საქართველოს ფილიალის მხარდაჭერით, მართლმადიდებელი ეკლესიის, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, როგორც ბავშვებისათვის ასევე უფროსებისათვის, „სახარების ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის“ წარმომადგენლებმა: ტარიელ პაპინაშვილმა და მარინა მაისაშვილმა გადასცეს.

„ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გულითადი მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენსბოტეს“ და „სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის“ წარმომადგენლებს დახმარებისათვის.

მისი განცხადებით, აღნიშნული ჰუმანიტარული ტვირთი რეგიონში ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე თანაბრად გადანაწილდება, მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც სააგენტოს ინიციატივით იმართება ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. მისია „ფრიდენსბოტეს“ საქველმოქმედო აქცია რეგიონში მეორედ გაიმართა“, – აცხადებენ სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა