გიგა ბოკერია – ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები ვიქნებით

„ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ-ი კვლავ ოპონენტები ვიქნებით“, – ამის შესახებ „ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპულ საქართველოდან“ აცნობეს, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი.

„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მითუმეტეს, ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთში კონკურენცია ექნებათ და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ -ოპოზიციაში.

ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა