გლდანის რაიონში სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონში სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლის ქ. N12-ის მიმდებარედ, კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელ კიბესთან და მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N32 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, სკოლის ქუჩაზე ხუთი მეტრი სიმაღლისა და 49 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში 3,2 მეტრი სიმაღლისა და 26 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება, ხოლო კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელი კიბის მიმდებარედ, 4,5 გრძივი მეტრი სიმაღლისა და 33 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. არსებული კედლის ნაწილი კი, რკინა-ბეტონის საყრდენებით გამაგრდება.

სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ამ მიზნით გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 187 275 ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა