ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იყო: საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისას და სასამართლოში წარმომადგენლობისას, არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა, განგრძობადი იურიდიული დახმარების საუკეთესო პრაქტიკა და მოდელები, ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო ბონო სერვისების განვითარებაში, ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.

კონფერენციას დაესწრნენ ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა