ნიკა მელია სოფელ ატოცში მავთულხლართების მონტაჟზე - რუსეთი თავისას არ იშლის, ჩვენი ხელისუფლება კი დუმს

რუსეთი თავისას არ იშლის, ჩვენი ხელისუფლება კი დუმს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ შიდა ქართლის სოფელ ატოცში ყოფნისას განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.

„ახლა ვდგავართ ახალ საოკუპაციო ხაზთან. 30 ჰექტარი წაგვართვეს მთლიანი მიწის. სამწუხაროა, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რუსეთი თავისას არ იშლის და ჩვენი ხელისუფლება დუმს. ეს დუმილი უკანასკნელი წლების განმავლობაში გრძელდება. საერთაშორისო დღის წესრიგიდან საერთოდ გააქრო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი. ეს ფაქტია, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ეს მავთულხლართები აქ არ იყოს, თუმცა მანამდე საჭიროა, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ის მთავარსარდალი, რომელიც მოკავშირე იქნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების და არა საოკუპაციო ძალების“,- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა