ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს

ყველა ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ მომავალშიც იმისთვის, რომ პროცესი შეჩერდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ის პირადად იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. აღნიშნულ ბერკეტებს მომავალშიც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და დაიშალოს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენი პარტნიოტების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. საქართველოში სტუმრად მყოფი ბრიტანეთის ევროპულ საკითხებში მინისტრი ალან დუნკანი ეხმაურება მომხდარს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა დაიშალოს ეს მავთულხლართები. მიუღებელია მთლიანად ცივილური მსოფლიოსათვის ის ხელოვნური ბარიკადები, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული აშენებს და ეს პოზიცია არის ერთსულოვანი. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. ჩვენი პასუხია, მეტი განვითარება, მეტი პროგრესი", - განაცხადა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა