ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 9 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, კერძოდ, ვაკის რაიონში 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.

„თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა