მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი რეგლამენტი არ ეხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს.

რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან.

წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება.

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.

განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების ვადა 2019 წლის პირველი აპრილიდან. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა