„ევროპის სახალხო პარტიამ“ მანფრედ ვებერი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა

„ევროპის სახალხო პარტიამ“ მანფრედ ვებერი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

გერმანული „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ვიცე-პრეზიდენტმა მანფრედ ვებერმა „ევროპის სახალხო პარტიის“ 492 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ფინეთის ყოფილმა პრემიერმა ალექსანდრე შტუბმა კი - 127 ხმა.

„მე ვოცნებობ ევროპაზე, რომელიც არავისზე არ იქნება დამოკიდებული, ევროპაზე, რომელშიც ჩვენ ვშრომობთ და ყველა ევროპელისთვის საუკეთესო პირობებს ვქმნით“, - განაცხადა მანფრედ ვებერმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი იქნება ევროპული საზღვრებისა და ღირებულებების დაცვა.

ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ პოსტს დატოვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა