ზვიად კვაჭანტირაძე - უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ საზოგადოებას

უბრალოდ, უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი ერთმანეთის ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ პუბლიკას და საზოგადოებას, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრას.

როგორც კვაჭანტირაძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ფორმალური და ტაქტიკური სვლა იყო. „არსებობს ადამიანური ფასეულობები, რომელიც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად ნიველირებულია. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი წრისთვის ეს ფასეულობები ისევ ისეთივეა, როგორიც ადრე გაგვაჩნდა ხოლმე. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივმა ადამიანურმა ფასეულობებმა აბსოლუტურად დაკარგა რამე ღირებულება. ვფიქრობ, სინდისიც კარგი საქონელია. უბრალოდ, უნდა რცხვენოდეთ, რომ ასეთი ერთმანეთის ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ პუბლიკას და საზოგადოებას. თუმცა, კომენტარებშიც გაიჟღერა, რომ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე დავუახლოვდით ერთმანეთს, თორემ, ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვსო. არ მიმაჩნია, რომ მათ შორის რამე განსხვავებაა და არასდროს მიმაჩნდა, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე გაიყო. ეს იყო ფორმალური გაყოფა და დრომ დაადასტურა, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა და მეტი არაფერი“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა