მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და წინასაარჩევნო გარემოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და ასეთივე გარემო იქნება უზრუნველყოფილი მეორე ტურისთვის.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. შეშფოთება გამოითქვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესთან დაკავშირებით და აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა