20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები წარადგინა, რამაც მოკლულის მამის პროტესტი გამოიწვია

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები წარადგინა. აღნიშნული დასკვნის გასაცნობად ბრალდების მხარემ ერთი საათი მოითხოვა.

სასამართლოში ჩვენება ალტერნატიულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ მის მიერ დაწერილ დასკვნასთან დაკავშირებით მისცა.

მისი ჩვენება ანა ნაცვლიშვილის მამისთვის, მამუკა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ექსპერტთან საუბრისას აღნიშნული დასკვნა გააპროტესტა.

როგორც გეჯაძემ აღნიშნა, ნაცვლიშვილს კისრის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი ხასიათის ტრავმა ჰქონდა მიყენებული, თავის მიდამოში კი, ბლაგვი ხასიათის ტრავმა. შესაბამისად, როგორც ერთს, ასევე მეორეს შეიძლებოდა მისი სიკვდილი გამოეწვია.

ექსპერტისთვის საეჭვოა ბრალდებულის ტანსაცმელზე არსებული მცირე ზომის სისხლის ლაქები, რადგან როგორც მან განმარტა, არტერიული სისხლდენის შემთხვევაში, ბრალდებულის ტანსაცმელზე მეტი სისხლი უნდა ყოფილიყო.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ბეტონის ფილით, რომელიც 4.5 კილო ნახევარს იწონის, შეუძლებელი იყო გრიგალაშვილს ცალი ხელით აეღო და დაზიანებები მიეყენებინა.

იხილეთ ვიდეო: თემქაზე მოკლულ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამასა და ექსპერტს შორის შეკამათება მოხდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა