ნოდარ ხარშილაძე -  სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოს აქვს

საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევა გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოს აქვს, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი გაიმაგრებს თავის პოზიციებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნოდარ ხარშილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხარშილაძის თქმით, ზურაბიშვილის არჩევა უფრო დააზიანებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო დონეზე და კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ საქართველო გააქრო საერთაშორისო არენიდან. ის დავალება, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა თავის მხარდამჭერებს, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხილვის საგანი, სამწუხაროდ, შესრულდა და დღეს საქართველოზე არავინ ლაპარაკობს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს ყველაფერი ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე ღიად თქვა - ჩემი მიზანია საქართველო აღარ იყოს განხილვის და პრობლემის საგანი დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობაში. ამას ღიად ამბობს და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსკოვში აშკარაა, ოფიციალური პირების განცხადებები და ასევე, სახელმწიფოსთან და მთავრობასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მისაღებია სალომე ზურაბიშვილი და მიუღებელია გრიგოლ ვაშაძე. ეს ფაქტია და არ არის ვინმეს აზრი.

აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის არჩევა გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაამძიმებს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოს აქვს, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი გაიმაგრებს თავის პოზიციებს. ზურაბიშვილის არგუმენტი, რომ საქართველოს ბრალია ეს ყველაფერი და რუსეთი ოკუპანტი არ არის, ზუსტად ისაა, რასაც ზურაბიშვილი ამბობს და მეტიც, წერს თავის წიგნში რომელიც დოკუმენტირებულია. ეს კიდევ უფრო დააზიანებს საქართველოს იმიჯს გარეთ და კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხარშილაძემ „პირველი რადიოს“ პრესკლუბში ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტ, პოლიტოლოგ ანდრეი ილარიონოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა