თორნიკე შარაშენიძე - ეკა ბესელია ხალხს აღიზიანებს და უფრო ნეგატივია „ოცნებისთვის“, ვიდრე პოზიტივი

ფაქტია, რომ ეკა ბესელია ხალხს აღიზიანებს და უფრო ნეგატივია „ოცნებისთვის“, ვიდრე პოზიტივი, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც შარაშენიძე ამბობს, საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობაზე იქნება ეკა ბესელია.

„მგონი, არაფერს არ ნიშნავს საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, სად იქნება ბესელია პარლამენტში. ჩემთვის ეს მეორე კი არა, მესამეხარისხოვანია. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო იშვიათად გამოჩნდება, შესაძლოა, უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იყოს, რადგან ფაქტია, რომ ბესელია ხალხს აღიზიანებს და ეს გაღიზიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ბესელია არის გამაღიზიანებელი და უფრო ნეგატივია „ოცნებისთვის“, ვიდრე პოზიტივი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა