მარნეულში 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო.

სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა