ევროკავშირის ელჩი საქართველოში -  მკაცრად ვგმობთ ახალი მავთულხლართების აგებას „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო წარმომადგენლებისა და რუსეთის მესაზღვრეების მიერ

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ახალი მავთულხლართების აგებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ახალი მავთულხლართების აგებას „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო წარმომადგენლებისა და რუსეთის მესაზღვრეების მიერ. აშკარაა, რომ ეს ქმედება შეზღუდავს ხალხის უფლებებს, გაყოფს ოჯახებს და ხალხის ცხოვრებას გაართულებს. ვერანაირ საბაბს ვერ ვხედავ ამ ქმედებების განსახორციელებლად. ამ მავთულხლართების აგება ცუდი ჩანაფიქრია. რაც შეეხება იმას თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა დაცხრეს, აღდგეს დიალოგი და ცხელი ხაზის დაბლოკვის საბაბი არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა