კახა კალაძე - 11 ნოემბრიდან დაანონსებულ აქციებს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 11 ნოემბრიდან დაანონსებულ აქციებს „ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს. ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების დაწყება. კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რაიმე ღონისძიება ექნება დაგეგმილი, ამ ინფორმაციას მოსახლეობას მიაწვდიან.

„ამ აქციებს “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. თუ კონკრეტული ადამიანი გამოდის, აკეთებს განცხადებას, ეს მისი პირადი საქმეა. „ქართულ ოცნებასთან“ აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ თუ გვექნება რაიმე ღონისძიება საარჩევნო კამპანიის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მოსახლეობას მივაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა