ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო

ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო, - ამის შესახებ ლაშა დეკანაძის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ორგანო ლაშა დეკანაძეს 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს მიიღო და დაცვის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

„პროკურორი ლაშა დეკანაძისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლო არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, რომლებიც დაკავებულს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულად მიიჩნევდნენ. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ის სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში წელიწადნახევარი", - განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

დაკავებულმა ლაშა დეკანაძემ საპროცესო გაფორმებაზე უარი განაცხადა. მას პირობითი სასჯელიც გაუუქმდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა დეკანაძემ უდოს გადაწყვეტილებით დროზე ადრე დატოვა საპატიმრო.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით 21 პირი იყო პასუხისგებაში მიცემული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა