მაია ცქიტიშვილი - მზიურის პარკთან ბევრი მოგონება გვაკავშირებს და მიხარია, რომ ის მეორე სიცოცხლეს შეიძენს

თითოეული ჩვენგანისთვის ეს პარკი არის ძალიან ბევრ მოგონებასთან დაკავშირებული, ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდობაში ვსეირნობდით და ძალიან მიხარია, რომ ახლა, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, შეგვიძლია განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მზიურს ახალ სიცოცხლეს შესძენს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. ამასთან, მისი დასრულება 2020 წლის დასაწყისში იგეგმება.

“ეს არის ადგილი, სადაც ახალგზარდობა ერთხელ უკვე გაერთიანდა სტიქიის დროს და პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დარწმუნებული ვარ ასეთი ტიპის პროექტები ახალგაზრდობას მისცემს საშუალებას, დრო სასიამოვნო სივრცეში პოზიტიურად გაატარონ. ასევე, მჯერა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და აქ კიდევ ძალიან ბევრი პროექტი დაიდებს სათავეს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს პარკი იქნება არამხოლოდ მწვანე სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა თბილისისთვის, ასევე ახალგაზრდების ოცნებების სახლი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„მზიურის პარკი“ სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. პროექტის თანახმად, იგეგმება 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

ასევე, პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნა.

უწყების ცნობით, ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მედიათეკა და თანამედროვე გალერეის საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ასევე, აიგება შენობა, რომელშიც თოჯინების მუზეუმი განთავსდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა